Activity

1.5 Tabatskuri - Levani Lake - ტაბაწყური - ლევანის ტბა

Download

Trail photos

Photo of1.5 Tabatskuri - Levani Lake - ტაბაწყური - ლევანის ტბა Photo of1.5 Tabatskuri - Levani Lake - ტაბაწყური - ლევანის ტბა Photo of1.5 Tabatskuri - Levani Lake - ტაბაწყური - ლევანის ტბა

Author

Trail stats

Distance
20.7 mi
Elevation gain
4,334 ft
Technical difficulty
Moderate
Elevation loss
2,480 ft
Max elevation
10,119 ft
TrailRank 
32
Min elevation
6,515 ft
Trail type
One Way
Coordinates
1220
Uploaded
June 26, 2022
Recorded
June 2022
Be the first to clap
Share

near T’abats’q’uri, Samtskhe-Javakheti (Georgia)

Viewed 1971 times, downloaded 13 times

Trail photos

Photo of1.5 Tabatskuri - Levani Lake - ტაბაწყური - ლევანის ტბა Photo of1.5 Tabatskuri - Levani Lake - ტაბაწყური - ლევანის ტბა Photo of1.5 Tabatskuri - Levani Lake - ტაბაწყური - ლევანის ტბა

Itinerary description

ლევანის ტბის ქსელი


ლევანის ტბის ქსელური მარშრუტი შედგება ხუთი ცალმხრივი ბილიკისაგან, რომლებიც თავს იყრის ლევანის ტბასთან (2565 მ.). აბულ-სამსარის ვულკანურ რელიეფში მოქცეული, მყინვარული, მოლურჯო ელფერის ტბა იდეალურად ერწყმის ვულკანური მთებით, ქვიანი ფერდობებითა და ბალახიანი მდელოებით დატვირთულ რელიეფს. შესანიშნავ საბანაკე ადგილს ქმნის ლევანის ტბის ჩრდილოეთით, მოსწორებული, ბალახიანი მდელოები. აქედან შესაძლებელია ნებისმიერი მარშრუტის არჩევა, ან კვლავ ცალმხრივი ბილიკით უკან დაბრუნება (იხ ბილიკები 1.1; 1.2; 1.3; 1.4).

მარშრუტზე, მწყემსების ქოხების მახლობლად შეხვდებით აგრესიულ მეცხვარე ძაღლებს. მათი თავდასხმის შემთხვევაში, საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და დაჯდომა. რამდენიმე წუთში ისინი თავად დაგანებებენ თავს, ან დაელოდეთ სანამ ახლო-მახლო მყოფი მწყემსი არ დააშოშმინებს მათ.

1.5 ტაბაწყურის ტბა - შავნაბადა - ლევანის ტბა

ხანგრძლივობა: 11 სთ. 25 წთ. (უკან დაბრუნება 10 სთ. 50 წთ.)
[მარშრუტის გასავლელად საჭირო დრო დაანგარიშებულია სტანდარტიზებული სისტემის გამოყენებით. ის არ მოიცავს მარშრუტზე შესვენების, ობიექტების დათვალიერების და წახემსების დროებს]

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ სირთულის კატეგორიების განმარტებებს!
სამსარის უღელტეხილის გადავლა პროფესიონალი საფეხმავლო გამყოლის გარეშე არ არის რეკომენდებული!!

მარშრუტი ტაბაწყურის ტბის ნაპირებთან იწყება, კერძოდ, ტბაში შეჭრილ, ნახევარკუნძულზე გაშენებულ სოფელში, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. სოფლიდან გასვლისას მარშრუტი გეზს აღმოსავლეთის მიმართულებით იღებს, ჩაუვლის მდელოებზე შეფენილ სათიბებს და დაადგება გრუნტის გზას. გზისპირიდან მწყემსის ქოხები გამოჩნდება. დაახლოებით 10 კილომეტრის შემდეგ, გზა მარჯვნივ უხვევს და ექცევა შავნაბადასა (2929 მ.) და ეგოისარის მთებს შორის, ხოლო შემდეგ ჩაუვლის შავმთასა (3047 მ.) და წითელმთას (ზ. დ. 3099 მ). მცირე მანძილის გავლის შემდეგ გამოჩნდება ტბა და მის გვერდით მოკალათებული წყარო. აქედან გზა ვრცელ პლატოზე ხვდება და მიემართება სამხრეთ-დასავლეთით, სამსარის მთისკენ. ზღვის დონიდან 3285 მეტრზე ამოწვერილი სამსარის მთა ერთ-ერთ გამორჩეულ, ვულკანურ კონუსს წარმოადგენს. კონუსის შიგნით უშველებელი კალდერაა, მისი ფსკერი კი მოფენილია ძველმყინვარული მორენული მასალით, და მათ შორის გაბნეული პატარ-პატარა ტბებით. მარშრუტი მიადგება რა სამსარის მთის ქვიან ფერდობს, გადადის მის მარცხნივ მდებარე უღელტეხილზე. გასათვალისწინებელია, რომ უღელტეხილზე ასვლა მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. მარშრუტი ჩაუყვება გრძელ დაღმართს, გადაივლის ქვიან მორენებს და მიემართება ლევანის ტბისკენ.

1.5 Tabatskuri Lake- Shavnabada -Levani Lake

Duration: 11 hrs. 25 min. (return back 10 hrs. 50 min.)
[The route time is calculated by means of the standardized system. It does not include breaks on the route, time for sightseeing, or snacks]

Please read carefully the definitions of complexity categories!
Passing the Samsari pass without a professional mountain guide is not recommended!!

Route Description:

The route starts near the shores of Tabatskuri Lake, namely, in a small village Tabatskuri (2000 m. ASL) situated on a cape that extends into the lake. Itinerary exits the village and heads to the east. It goes through hayfields and sets off on a dirt road. In a little while, a few Shepherds’ huts will appear along the landscape. In about 10 km, the road turns right and runs between the Shavnabada (2929 m.) and Egoisari (2514 m.) mountains, then passes by Shavimta (3047 m.) and Tsitelimta (3099 m.). Shorty can be noticed a lake and spring next to it. From there the route crosses a wide plateau and heads southwest towards Mt. Samsari. Its peak reaches 3285 meters above sea level and represents one of the most characteristic volcanic cones, with a fairly large caldera. Its floor is covered by rocks, glacial debris, and tiny lakes.
As soon as the route reaches the rocky foothills of Mt. Samsari, moves towards the pass, which is positioned from the left side of the Mountain. While climbing the pass all safety precautions should be considered.
The route follows a long descent, crosses the stony moraines, and approaches Levani Lake.

Waypoints

PictographInformation point Altitude 6,549 ft

1.Information Desk/საინფორმაციო დაფა

PictographFountain Altitude 0 ft

4. Levani Lake / ლევანის ტბა

Comments

    You can or this trail