Activity

1.4. Patara Samsari - Levani Lake / პატარა სამსარი - ლევანის ტბა

Download

Trail photos

Photo of1.4. Patara Samsari - Levani Lake / პატარა სამსარი - ლევანის ტბა Photo of1.4. Patara Samsari - Levani Lake / პატარა სამსარი - ლევანის ტბა Photo of1.4. Patara Samsari - Levani Lake / პატარა სამსარი - ლევანის ტბა

Author

Trail stats

Distance
9.49 mi
Elevation gain
4,295 ft
Technical difficulty
Moderate
Elevation loss
2,461 ft
Max elevation
10,730 ft
TrailRank 
28
Min elevation
6,572 ft
Trail type
One Way
Coordinates
430
Uploaded
June 26, 2022
Recorded
June 2022
Share

near P’at’ara Samsari, Samtskhe-Javakheti (Georgia)

Viewed 1518 times, downloaded 10 times

Trail photos

Photo of1.4. Patara Samsari - Levani Lake / პატარა სამსარი - ლევანის ტბა Photo of1.4. Patara Samsari - Levani Lake / პატარა სამსარი - ლევანის ტბა Photo of1.4. Patara Samsari - Levani Lake / პატარა სამსარი - ლევანის ტბა

Itinerary description

《《 For ENGLISH scroll down 》》

ლევანის ტბის ქსელი

ლევანის ტბის ქსელური მარშრუტი შედგება ხუთი ცალმხრივი ბილიკისაგან, რომლებიც თავს იყრის ლევანის ტბასთან (2565 მ.). აბულ-სამსარის ვულკანურ რელიეფში მოქცეული, მყინვარული, მოლურჯო ელფერის ტბა იდეალურად ერწყმის ვულკანური მთებით, ქვიანი ფერდობებითა და ბალახიანი მდელოებით დატვირთულ რელიეფს. შესანიშნავ საბანაკე ადგილს ქმნის ლევანის ტბის ჩრდილოეთით, მოსწორებული, ბალახიანი მდელოები. აქედან შესაძლებელია ნებისმიერი მარშრუტის არჩევა, ან კვლავ ცალმხრივი ბილიკით უკან დაბრუნება.

მარშრუტზე, მწყემსების ქოხების მახლობლად შეხვდებით აგრესიულ მეცხვარე ძაღლებს. მათი თავდასხმის შემთხვევაში, საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და დაჯდომა. რამდენიმე წუთში ისინი თავად დაგანებებენ თავს, ან დაელოდეთ სანამ ახლო-მახლო მყოფი მწყემსი არ დააშოშმინებს მათ.

1.4. პატარა სამსარი - ლევანის ტბა

ხანგრძლივობა: 7 სთ. (უკან დაბრუნება 6 სთ. 10 წთ. )
[მარშრუტის გასავლელად საჭირო დრო დაანგარიშებულია სტანდარტიზებული სისტემის გამოყენებით. ის არ მოიცავს მარშრუტზე შესვენების, ობიექტების დათვალიერების და წახემსების დროებს]

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ სირთულის კატეგორიების განმარტებებს!
ბილიკის გავლა პროფესიონალი საფეხმავლო გამყოლის გარეშე არ არის რეკომენდებული!!

მარშრუტი იწყება სოფელ პატარა სამსარში და მიემართება სამსარის ქედის მიმართულებით. სამსარი სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მერიდიანული ქედია, რომელიც 40 კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული. კონტრასტულ ლანდშაფტზე ერთმანეთს ენაცვლება პირველადი ვულკანური ფორმები, კონუსური მთების მწვერვალები, ქედზე შემორჩენილი ძველი გამყინვარების ნიშნები: ცირკები და ტროგები, მთების ფერდობებზე მოფენილი კარკნალი -რომელსაც ხშირად ქვის ზღვებს ეძახიან, სუბალპური და ალპური მდელოები. გარდა თვითმყოფადი გეოლოგიური აგებულებისა, ქედი ცნობილია მეგალითური კულტურის ნაშთებით, რომლებიც მიმოფანტულია მის მწვერვალებზე და იდეალურ თანწყობას წარმოადგენს რელიეფთან. მაგრამ წარმოუდგენელი იქნებოდა სამსარის ქედი, მის კალთებზე ძვირფასი ქვებივით ჩამჯდარი ვულკანური და მყინვარული ტბების გარეშე. სწორედ ერთ-ერთი გამორჩეული ტბისკენ მიემართება ტურისტული მარშრუტი. ჩაივლის ქედს და მიადგება კიდეც ლევანის ტბას.

Levani Lake Trail Network


Trail network of Levani Lake consists of 5 one-way routes, which meet at Levani lake. Nestled at an altitude of 2565 meters amongst the vibrant volcanic mountains of the Abul-Samsari Range, the transparent, bluish-colored glacial lake blends in perfectly with the volcanic terrain, rocky slopes, and grassy meadows. The northern shore of Levani lake works as a suitable camping site. From this point, any one-way route out of 5 can be selected to go back ( please refer to the trails 1.1 ;1.2; 1.3; 1.5).

Near the shepherd’s huts, aggressive shepherd dogs are met. In case of their attack, keep calm and sit down. If in a few minutes they won’t leave you, wait until a nearby shepherd comes and calms them down

1.4 Patara Samsari – Levani Lake

Duration: 7 hrs. (return back 6 hrs. 10 min.)
[The route time is calculated by means of the standardized system. It does not include breaks on the route, time for sightseeing, or snacks]

Please read carefully the definitions of complexity categories!
Tracking the route without a professional mountain guide is not recommended!!

The route starts in the village of Patara Samsari and goes in the direction of the Samsari Range - one of the most distinctive volcanic ranges in southern Georgia, stretching over 40 kilometers. Its turbulent landscape embraces volcanic landforms, conical-shaped peaks, ancient glacial cirques and troughs, deep-colored subalpine and alpine meadows, and foothills covered with specific rocks (karknali) - often labeled as ‘Stone Oceans’. Along with its authentic geological features, the Samsari range also boasts remains of megalithic culture scattered on its peaks and perfectly designed with the terrain. But Samsari Range cannot be envisioned without its volcanic and glacial lakes, nestling as glittering gems on its slopes and mountain saddles. The tourist route heads directly to one particularly scenic lake. It goes downhill and reaches the Levani Lake.

Waypoints

PictographInformation point Altitude 6,601 ft

1. Information Desk /საინფორმაციო დაფა

PictographFountain Altitude 0 ft

8. Levani Lake / ლევანის ტბა

Comments

    You can or this trail