Activity

10. Saro-Nijgori / სარო - ნიჯგორი

Download

Trail photos

Photo of10. Saro-Nijgori / სარო - ნიჯგორი Photo of10. Saro-Nijgori / სარო - ნიჯგორი Photo of10. Saro-Nijgori / სარო - ნიჯგორი

Author

Trail stats

Distance
1.32 mi
Elevation gain
0 ft
Technical difficulty
Moderate
Elevation loss
1,070 ft
Max elevation
4,744 ft
TrailRank 
27
Min elevation
3,651 ft
Trail type
One Way
Coordinates
220
Uploaded
June 26, 2022
Recorded
July 2021
Be the first to clap
Share

near Saro, Samtskhe-Javakheti (Georgia)

Viewed 1677 times, downloaded 9 times

Trail photos

Photo of10. Saro-Nijgori / სარო - ნიჯგორი Photo of10. Saro-Nijgori / სარო - ნიჯგორი Photo of10. Saro-Nijgori / სარო - ნიჯგორი

Itinerary description

《《 For ENGLISH scroll down 》》

სარო-ნიჯგორი

ხანგრძლივობა: 55 წთ.
[მარშრუტის გასავლელად საჭირო დრო დაანგარიშებულია სტანდარტიზებული სისტემის გამოყენებით. ის არ მოიცავს მარშრუტზე შესვენების, ობიექტების დათვალიერების და წახემსების დროებს]

მარშრუტი იწყება საროს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიასთან, კლდის ქარაფზე, სადაც გადაშლილია საროს ციკლოპური კომპლექსი. უზარმაზარი, დამუშავებული ქვებით სიმეტრიულად ნაგები სარო, მეგალითური კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, მის შემოგარენში აღმოჩენილი სამარხ-სამაროვნები, საცხოვრებელთა ნაშთები თუ საკულტო სალოცავები კი დასტურია იმისა, რომ ბრინჯაოს ხანის პერიოდიდან მოყოლებული სამცხე- ჯავახეთში, ინტენსიური ცხოვრება ყოფილა გაჩაღებული.
ეკლესიიდან სულ რაღაც 50 მეტრში შეფენილია ისტორიული სოფელი სარო, რომელიც დღემდე თავს იწონებს ტრადიციული მესხური მიწურ-ბანიანი საცხოვრისებით. ამ სახლებს დარბაზოვანს უწოდებენ, რადგან ის აუცილებლად მოიცავდა ერთ მთავარ ოთახს ანუ დარბაზს, სადაც ხდებოდა მრავალთაობიანი ოჯახის რიტუალური შეკრება. ცალკე ისტორია აქვს დარბაზის ჭერს, რომელიც ულურსმნო წყობით იყო ნაგები, ხოლო ხის ძელები ამოჭრის მეთოდით ჯდებოდა ერთმანეთში, რაც საბოლოოდ პირამიდის მსგავს კონსტრუქციას ქმნიდა. მეცნიერები ასეთ ჭერს გვირგვინს ეძახიან, ხოლო ადგილობრივები - მერცხლის ბუდურა ჭერს, რადგან ძალიან ხშირად ჭერის კუთხეებში მერცხლები იკეთებენ ბუდეს. ჭერის თავში დატოვებულია ღიობი - ერდო - შუქის ერთადერთი წყარო. ზევიდან ჩამომავალი თანაბრად გადანაწილებული მკრთალი შუქი, მუქი ხის სიმეტრიული ჭრები და კუთხეებში შეყუჟული მერცხლები, ერთობლიობაში, მესხური სახლის დაუვიწყარ ექსპოზიციას ქმნის.
მარშრუტი მონასტრის გალავანს მიღმა, საროს ზედა ციხისკენ მიმავალ ბილიკს მიჰყვება, არ მისული კოშკამდე უხვევს მარცხნივ და დაადგება სამოკლეო გზას, სოფელ ნიჯგორამდე. ეს არის ისტორიული ბილიკი, რომელსაც სარო-ხიზაბავრის მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში ყოველდღიურად გადიოდა მტკვრის ხეობაში გაშენებული ბაღ-ვენახის მოსავლელად. ბილიკი საროს ქარაფებს მიუყვება. ღრმა ხევიდან ამომავალ სიჩუმეს დროგამოშვებით სიმაღლიდან დაშვებული წყლის ხმა აპობს, გაღმიდან კი საროს გამოქვაბულები გამოსცქერიან. ბილიკი თავდაღმართს დაადგება, საიდანაც გადაიშლება ხედი ფერდობზე ტერასულად შეფენილ ძველ ნიჯგორზე, რომელსაც ადგილობრივები მარნებს უწოდებენ.
მარნებსა და საროს ციხეებს შორის, ზუსტად შუა გზაზე „დიდსასვენებელია“. გადმოცემით, აქ დამაშვრალი მგზავრები ისვენებდნენ. ჩამოსაჯდომად ქვებიც საგულდაგულოდ არის შერჩეული. ამ ადგილიდან ბილიკი მკვეთრად ეშვება ხევისკენ და სიმწვანეში ეფლობა. ორ ადგილზე გადაკვეთს წყალს და აღმოჩნდება ძველ ნიჯგორში, რომელიც ერთი შეხედვით დროში გაყინულ შუა საუკუნეების სოფელს მოგაგონებთ. ძველი ნიჯგორი იგივე ‘მარნები’ უნიკალური არქიტექტურული დასახლებაა. ის ცხრა ტერასაზეა გაშენებული და ისეა გათვლილი, რომ ერთის ბანი, მეორისათვის ეზოს ფუნქციას ასრულებს. ნიჯგორი ერთგვარი თავშესაფარი იყო გლეხებისთვის, რომლებსაც კლიმატური პირობების გამო, ხილის ბაღები მტკვრის ნაპირებზე ჰქონდათ გაშენებული და მთელ დღეებს სახლიდან მოშორებით ატარებდნენ, შესაბამისად ნიჯგორში სოფლის სრულყოფილი ინფრასტრუქტურა ჰქონდათ მოწყობილი. ძველი ნიჯგორის სიმეტრიულად დაპროექტებულ ნასახლარებში სეირნობის შემდეგ, სურვილისამებრ, შესაძლებელია უკან იმავე ბილიკით საროს ციხეებთან აბრუნება, ან საუკუნოვანი თუთის ბაღების გავლით, სოფელი ნიჯგორისკენ გზის გაგრძელება, რომელიც ვარძიისკენ მიმავალ გზაზე გაგვიყვანს, სადაც სრულდება კიდეც მარშრუტი.

Waypoints

PictographInformation point Altitude 4,727 ft

1. Information Desk/საინფორმაციო დაფა

PictographWaypoint Altitude 4,737 ft

2. Megalithic Fortresses and Archangel Church

PictographWaypoint Altitude 0 ft

3. Old Nijgori/ ძველი ნიჯგორი

PictographInformation point Altitude 3,640 ft

4. Information Desk/ საინფორაციო დაფა

PictographWaypoint Altitude 4,727 ft

The Archangel Church of Saro

Comments

    You can or this trail