Activity

1.2. Gandzani - Abuli Fortress - Levani Lake / განძანი - აბულის ციხე - ლევანის ტბა

Trail photos

Photo of1.2. Gandzani - Abuli Fortress - Levani Lake / განძანი - აბულის ციხე - ლევანის ტბა Photo of1.2. Gandzani - Abuli Fortress - Levani Lake / განძანი - აბულის ციხე - ლევანის ტბა Photo of1.2. Gandzani - Abuli Fortress - Levani Lake / განძანი - აბულის ციხე - ლევანის ტბა

Author

Trail stats

Uploaded
July 16, 2022

This is a group of trails :

Be the first to clap
Share

Viewed 37 times, downloaded 0 times

Trail photos

Photo of1.2. Gandzani - Abuli Fortress - Levani Lake / განძანი - აბულის ციხე - ლევანის ტბა Photo of1.2. Gandzani - Abuli Fortress - Levani Lake / განძანი - აბულის ციხე - ლევანის ტბა Photo of1.2. Gandzani - Abuli Fortress - Levani Lake / განძანი - აბულის ციხე - ლევანის ტბა

Itinerary description

《《 For ENGLISH scroll down 》》

ლევანის ტბის ქსელი

ლევანის ტბის ქსელური მარშრუტი შედგება ხუთი ცალმხრივი ბილიკისაგან, რომლებიც თავს იყრის ლევანის ტბასთან (2565 მ.). აბულ-სამსარის ვულკანურ რელიეფში მოქცეული, მყინვარული, მოლურჯო ელფერის ტბა იდეალურად ერწყმის ვულკანური მთებით, ქვიანი ფერდობებითა და ბალახიანი მდელოებით დატვირთულ რელიეფს. შესანიშნავ საბანაკე ადგილს ქმნის ლევანის ტბის ჩრდილოეთით, მოსწორებული, ბალახიანი მდელოები. აქედან შესაძლებელია ნებისმიერი მარშრუტის არჩევა, ან კვლავ ცალმხრივი ბილიკით უკან დაბრუნება (იხ. 1.1; 1.3; 1.4; 1.5).

მარშრუტზე, მწყემსების ქოხების მახლობლად შეხვდებით აგრესიულ მეცხვარე ძაღლებს. მათი თავდასხმის შემთხვევაში, საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და დაჯდომა. რამდენიმე წუთში ისინი თავად დაგანებებენ თავს, ან დაელოდეთ სანამ ახლო-მახლო მყოფი მწყემსი არ დააშოშმინებს მათ.

1.2 განძანი - აბულის ციხე - ლევანის ტბა

ხანგრძლივობა: 9 სთ. 20 წთ. (უკან დაბრუნება 8 სთ. 45 წთ.)

[მარშრუტის გასავლელად საჭირო დრო დაანგარიშებულია სტანდარტიზებული სისტემის გამოყენებით. ის არ მოიცავს მარშრუტზე შესვენების, ობიექტების დათვალიერების და წახემსების დროებს]

მარშრუტი იწყება თბილისი - წალკა - ნინოწმინდის ავტომაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ განძანის შესასვლელში. გაივლის განძანის ეკლესიას, გადაკვეთს განძანის ხიდს, ჩამოიტოვებს სოფელს და გეზს აიღებს დასავლეთით, პატარა აბულის მთისაკენ. აბულის მთის ძირში, ქვებით გადაფარულ მინდორში, ძველ წყაროსთან იწყება ციცაბო, ალაგ-ალაგ ბალახმოდებული ქვიანი აღმართი, რომელიც მიემართება, ათასწლეულების წინ მშრალი წყობით ნაგები მეგალითური კომპლექსისკენ. ზღვის დონიდან 2670 მეტრის სიმაღლეზე, კარკნალზე აგებული მიუვალი ციხესიმაგრე, მასიური კონტრფორსებით გამაგრებული შვიდმეტრიანი კედლებით, დღემდე აოცებს მნახველს და იზიდავს თავის კედლებს შიგნით, უძველეს ფილაქვით მოგებულ შუკებში გასასეირნებლად. ციხიდან იშლება გამაოგნებელი ხედები ვულკანურ მთებზე, ლურჯ ტბებსა თუ უკიდეგანო სივრცეებზე. ციხესიმაგრიდან მარშრუტი მთის კალთაზე ეშვება კვეთს გრუნტის გზას, გარს უვლის პატარა აბულის მთას, შემდეგ მარჯვნივ მოიტოვებს ჯავახეთის მთავარ მშვენებას - დიდი აბულის მთას და გრძელდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. სურვილისამებრ შესაძლებელია, დასავლეთით 350 მ-ში მდებარე ტბის მონახულება, რომელიც დიდი აბულის მთის ჩრდილოეთით მდებარეობს. პატარა აღმართის ავლის შემდეგ მარშრუტი გეზს ჩრდილოეთით იღებს. გადაივლის მცირე უღელტეხილს და დიდ ტბას, რომლის ნაპირებთან ასევე შესაძლებელია დაბანაკება. ამ წერტილიდან იშლება ხედი სამსარის მთაზე. სწორედ სამსარის მთის მიმართულებით გრძელდება მარშრუტი და რამდენიმე ღელის გადაკვეთის შემდეგ სამანქანო გზას მიადგება, რომელიც ლევანის ტბასთან მიგიყვანთ.

Levani Lake Trail Network

Trail network of Levani Lake consists of 5 one-way routes, which meet at Levani lake. Nestled at an altitude of 2565 meters amongst the vibrant volcanic mountains of the Abul-Samsari Range, the transparent, bluish-colored glacial lake blends in perfectly with the volcanic terrain, rocky slopes, and grassy meadows. The northern shore of Levani lake works as a suitable camping site. From this point, any one-way route out of 5 can be selected to go back (please refer to the trails 1.1; 1.3; 1.4; 1.5).

Near the shepherd’s huts, aggressive shepherd dogs are met. In case of their attack, keep calm and sit down. If in a few minutes they won’t leave you, wait until a nearby shepherd comes and calms them down.

1.2. Gandzani – Abuli Fortress – Levani Lake

Duration: 9 hrs. 20 min. (return back 8 hrs. 45 min.)

[The route time is calculated by means of the standardized system. It does not include breaks on the route, time for sightseeing, or snacks]

The route takes start at the entrance of Gandzani village, near the Tbilisi-Tsalka-Ninotsminda highway. It passes the Gandzani Church, the Gandzani Bridge, exits the village, and makes its way to the west, towards Mount Patara Abuli. In the open field shielded with stones, at the foot of the Mount Patara Abuli, is spotted an old spring. From that spot begins a steep, grass-covered rocky outcrop, leading to the famed megalithic complex, built with dry masonry technique thousands of years ago. An inaccessible Abuli fortress is surrounded by seven-meter walls, fortified with massive ramparts. The fort proudly resides on a rocky terrain at 2670 meters above sea level, captivates everyone who dares to approach it, and invites to its primeval narrow, tiled streets that can be walked even today. Besides mesmerizing megalithic remnants, Abuli fortress offers stunning views of volcanic mountains, blue lakes, or boundless spans. From the fort tourist route runs down the slope, crosses a dirt road, bypasses Patara Abuli mountain, and continues in a north-west direction while leaving behind a panoramic view of the major beauty of Javakheti - Didi Abuli Mountain. Optionally, it is also possible to visit a lake, located in about 350 m to the north of the Didi Abuli Mountain. After a small rise, the route turns towards the north. Crosses a minor pass, and approaches a large lake, with a good camping site. From this point is seen the full range of the Mount Samsari. The route continues to its direction. Several little streams pop up on the way and after passing them all, the itinerary reaches the Levani Lake.

Waypoints

PictographBridge Altitude 0 ft

4. განძანის ხიდი/ Gandzani Bridge

3. განძანის ეკლესია / Gandzani Church

PictographFountain Altitude 0 ft

14. ლევანის ტბა / Levani Lake

PictographFountain Altitude 0 ft

12. ტბა/ Lake

PictographCampsite Altitude 0 ft

10. საბანაკე ადგილი/ camping place

PictographInformation point Altitude 6,667 ft

1.საინფორმაციო დაფა/ Information Desk

PictographMonument Altitude 0 ft

7. აბულის ციხე/ Abuli Fortress

Waypoint no: 2

Comments

    You can to this trail