Kutaisi-Kharagauli - ქუთაისი-ხარაგაული
near Kutaisi, Imereti (Georgia)
Viewed 884 times, downloaded 21 times
Trail photos
Itinerary description
მარშრუტი მოიცავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ძირითად ტურისტულ ატრაქციებს: უბისას მონასტერი, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სოფელ ლაშეში, დევისხვრელის გამოქვაბული, ცაშეკრულას კანიონი, ხარაგაულის მუზეუმი, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სოფელ ვარძიაში.
მარშრუტი იწყება ქუთაისის ცენტრიდან. სასურველია წახვიდეთ მაღალი გამავლობის მანქანით, რადგან ზოგიერთ ადგილზე (დევისხვრელის მღიმესთან მისასვლელი) მსუბუქი მანქანით მისვლა გაგიჭირდებათ. მარშრუტზე არსებული ყველა ადგილის მოვლა შესაძლებელია ერთ დღეში.
/
The route includes the main tourist attractions of Kharagauli Municipality: Ubisa Monastery, Church of the Mother of God in the village of Lashe, Deviskhvreli Cave, Tsashekrula Canyon, Kharagauli Museum, Church of the Mother of God in the village of Vardzia.
The route starts from the center of Kutaisi. It is advisable to go by off-road vehicle, as it will be difficult for you to reach some places (road to Deviskhreli Cave) by Sedan. All attractions along the route can be visited in one day.
Waypoints
კოლხური ფანტანი - Colchis Fountain
For English scroll down ქალაქის შუაგულში, მის მთავარ მოედანზე დგას საინტერესო ნაგებობა - შადრევანი. ის გაფორმებულია საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი არქეოლოგიური არტეფაქტების _ მინიატურული სკულპტურების გადიდებული ფიგურებით. მაგალითად, ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკება „თამადა“, რომელიც ჩვ.წ აღრიცხვამდე მე-7 საუკუნით თარიღდება, ასევე შადრევნის მთავარი ფიგურა ქალის სასაფეთქლეები _ ანტიკური პერიოდის ქართული საიუველირო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში. სასაფეთქლეების ორიგინალური ზომა მხოლოდ 13 სანტიმეტრია. / In the middle of the city, on its main square stands an interesting fountain. It is decorated with enlarged models of archaeological artefacts found on the whole territory of Georgia. For example, the famous bronze sculpture “Tamada”, which dates back to the 7th century BC. In the Georgian language, “Tamada” means a leader of the “supra” feast table who proposes toasts. The main figure of the fountain represents a woman’s temple jewellery _ magnificent model of antic time goldsmithery.
უბისას მონასტერი - Ubisa Monastery
For English scroll down უბისის სამონასტრო კომპლექსის წმ. გიორგის სახელობის მთავარი ტაძარი აგებულია IX-X სს. მიჯნაზე. იქვე მდგარი ორნავიანი ბაზილიკა კი XII საუკუნეს მიეკუთვნება. მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. უბისის ტაძარი მოიხატა XIV საუკუნეში მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს. ისტორიკოსების აზრით კედლის მხატვრობა უნდა შეესრულებინა დიდ ხელოვან მხატვარს დამიანეს ან მის აღზრდილ და მოწაფეს გერასიმეს. ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა «უბისის წმინდა გიორგის ფრესკა» და «საიდუმლო სერობა». / The main St. George cathedral of the Ubisi monastery complex was built on the verge of the IX-X centuries. The two-nave basilica that stands nearby the cathedral belongs to the XII century. For centuries great enlightment works were being done in the complex. The monks were copying the books, there were schools of stamping and icon painting. The Ubisi cathedral was painted in the 14th century during the reign of King George V. Historians believe that the walls were painted by the great artist Damian or his apprentice Gerasime. The magnifiscient wall paintings depict the scenes from the Bible.
ეკლესიის ასასვლელი კიბე - Stairs to the church
ეკლესიის ასასვლელი კიბე/Stairs to the church
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - Church of the Virgin Mary
For English scroll down გადმოცემის მიხედვით ამ ადგილას ციხე-სიმაგრე მდგარა გალავნით. ციხე დაუნგრევიათ და შემდეგ მისი ნანგრევებით აქაურ თავად აბაშიძეებს აუგიათ საგვარეულო ეკლესია XVIII საუკუნეში. 1926 წელს კომუნისტურმა რეჟიმმა ეკლესია დაანგრია. 2010 წლიდან კი დაიწყო მისი აღდგენითი საუშაოები. / According to the legend, a fortress with a fence stood on this place. Later it was demolished. The Abashidzes who weer the local nobles built a church here in the XVIII century. In 1926 the church was ruined during the reign of communist regime. In 2010, restoration works of the church began.
განაგრძეთ გზა ფეხით მღვიმემდე - Walk to the cave
აქედან გზა ფეხით უნდა განაგრძოთ მღვიმემდე (დაახლოებით 1.5 კმ)/From here one has to walk to the cave (about 1.5 km).
მღვიმე დევის ხვრელი - Deviskhvreli Cave
For English scroll down მღვიმე „დევის ხვრელში“ აღმოჩენილი იქნა ზედა პალეოლითის ნაშთები, რომლებიც დაახლოებით 50-40 ათასი წლის წინა ეპოქისაა. / in Deviskhvreli cave the remains of the Upper Paleolithic era (50-40 thousand years old) were discovered.
დევის წყარო - Devistskaro Spring Water
ეს პატარა მღვიმე დევისხვრელთან ახლოს მდებარეობს/This small cave is located nearby Deviskhvreli cave.
ცაშეკრულას კანიონის შესასვლელი - Entrance to the Tsashekrula Canyon
ცაშეკრულას კანიონის შესასვლელი - Entrance to the Tsashekrula Canyon
ხარაგაულის შესასვლელი - Entrance to Kharagauli
ხარაგაულის შესასვლელი - Entrance to Kharagauli
ხარაგაულის მუზეუმი - Kharagauli Museum
For English scroll down ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში წარმოდგენილია:მხარისათვის დამახასიათებელი ისტორია და ეთნოგრაფია ქვის ხანიდან მოყოლებული XXს-მდე, ზოომორფული გამოსახულებები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, XIX-XXსს -ის ტექსტილი ხალიჩა-ფარდაგები, სამოსელი და აქსესუარები, ნაქარგობა, შუა საუკუნეების ყოფის და სხვა საინტერესო ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფალერისტიკული, ძველი და ძვირფასი ლითონების უნიკალური კოლექციები, წერილობითი ძეგლები, ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები. / Kharagauli Historical Museum holds the arteifacts from history and ethnography of the area from the Stone Age to the XX century. Archaeological material, unique collections of old and precious metals, written monuments, paintings by Georgian artists.
ვარძიის ეკლესია - Vardzia Church
For English scroll down ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია XI-XIII საუკუნეებშია აგებული. ხალხური გადმოცემით ვარძიის სამონასტრო კომპლექსი თამარ მეფის ბრძანებით აუგიათ. ვარძიის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში იყო კულტურულ საგანმანათლებლო კერა . ჩვენამდე მოაღწია XVIII ს–ში ვარძიაში შექმნილმა ქართულ–თურქულმა სასწავლო წიგნმა. / The Church of the Virgin was built in the XI-XIII centuries. According to the legend, the monastery complex was built by the order of Queen Tamar. Vardzia Monastery has been a cultural and educational center for centuries. The Georgian-Turkish textbook created in Vardzia in the XVIII century reached us.
You can add a comment or review this trail
Comments