მუხური - ტობავარჩხილის ტბები - ხაიში · Mukhuri - Tobavarchkhili Lakes - Khaishi
near Mukhuri, Samegrelo and Zemo Svaneti (Georgia)
Viewed 34 times, downloaded 0 times
Trail photos
Itinerary description
~ For ENGLISH scroll down ~
მარშრუტის აღწერა: მარშრუტი იწყება სოფელ მუხურში, მდინარე ხობისწყლის ხეობით მიემართება ტობავარჩხილის ტბისკენ, გზად გაივლის: შურუბუმუს მღვიმეს, მინერალურ წყალ ლუგელას, გვალაშარას და ღუნჯის ჩანჩქერებს და ოხოჯეს (ცაშკიბულის) ტბას. ტობავარჩხილის ტბიდან მარშრუტის ორი მიმართულებით გაგძელებაა შესაძლებელი - კურორტ სქურისკენ და სოფელ ხაიშისკენ.
მარშრუტი იწყება მუხურის ცენტრში, მდინარე ხობისწყლის ხიდთან, საიდანაც გრუნტის გზა მიემართება ხობისწყლის ხეობისკენ. სოფლის გავლის შემდეგ, გზის ხელმარჯვნივ მალევე გვხვდება, მდინარეზე გადებული დაკიდული ხიდი, რომლის გავლითაც შესაძლებელია შურუბუმუს მღვიმემდე მისვლა და დათვალიერება. შემდეგ მარშრუტი გრუნტის გზით გრძელდება ხობისწყლის ხეობის აყოლებით და გაივლის ლუგელას მინერალურ წყალს, გვალაშარას (სადაც შესაძლებელია ჩანჩქერებზე კანიონინგის მარტივი სირთულის მარშრუტის გავლა) და ღუნჯის ჩანჩქერებს. ადგილ შელეთში მარშრუტი უხვევს ხელმარცხნივ და სერპანტინებით ადის ადგილ ნათიფურუში, სადაც არის მწყემსების ყოფილი ქოხი, აქვეა წყაროც და შესაძლებელია დაბანაკება და ღამისთევა. ნათიფურუმდე მარშრუტი მთლიანად მიუყვება გრუნტის გზას, მისი გავლა დიდ სიძნელეებთან არ არის დაკავშირებული და მიეკუთვნება მარტივი სირთულის კატეგორიას და რეკომენდირებულია ეს მონაკვათი გაიაროთ მაღალი განმავლობის მანქანით, სამანქანე გზის დასასრულამდე.
საბანაკე ადგილ ნათიფურუდან მარშრუტი, ტყის ზონიდან გადადის ალპურ ზონაში და ოხოჯეს (ცაშკიბულის) ტბისკენ მიდის საფეხმავლო ბილიკით. გზად გაივლის მწყემსების ქოხს და ორ საბანაკე ადგილს, მათშორის საბანაკე ადგილ კალაშს. ადგილ კალაშამდე დიდ სიმაღლეებზე ასვლა არ ხდება, მხოლოდ შემდეგ იწყება უღელტეხილი, საიდანაც ბილიკი ეშვება ოხოჯეს ტბისკენ. ტბასთან შესაძლებელია დაბანაკება. ოხოჯეს ტბიდან მარშრუტი უღელტეხილის გავლით გრძელდება ტობავარჩხილის (ჭითაგვალაშ ტობავარჩხილი) ტბისკენ. ორივე უღელტეხილის გადავლა სიფრთხილეს მოითხოვს, ორივეს ახასიათებს ციცაბო აღმართ-დაღმართი, გვიწევს ნაშალზე და ნაწილობრივ მყინვარზე გადაადგილება. ტობავარჩხილის ტბასთან შესაძლებელია დაბანაკება და ღამისთევა კარვებში, აქვე არის სასმელი წყარო. მარშრუტის ეს მონაკვეთი მიეკუთვნება რთული სირთულის კატეგორიას.
ტობავარჩხილის ტბიდან ბილიკი მცირე უღელტეხილით (დიდღალის უღელტეხილი) გადადის ხობისწყლის ხეობის სათავეებში, სადაც მალევე გვხვდება დიდღალის ტბა. აქედან დაღმართზე ნახევარი საათის სავალზე არის მეორე ტბა კალიაში. კალიაშის ტბიდან სურვილის შემთხვევაში, ციცაბო უღელტეხილის გადავლით შესაძლებელია მოხვედრა წაქაწყარის ტბაზე, აქ ბილიკი მყინვარზე და ნაშალზე გადადის და მარშრუტის ყველაზე რთული მონაკვეთია, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, სასურველია სპეციალური აღჭურვილობის ქონა (თოკი, წრიაპი და სხვ.).
ხაიშისკენ, ბილიკი კალიაშის ტბას გვერდს უვლის და ავდივართ სერზე საიდანაც ისევ ციცაბო ფერდობის გავლით ვეშვებით მდინარე ხობისწყლის სათავისკენ. ცოტა ხნის შემდეგ მივადგებით მდინარე ხობისწყალს, რომელიც ცოტა ზემოთ მთებიდან იღებს სათავეს. მდინარე ხობისწყალის გადაკვეთამდე გავდივართ ვაკე ადგილას, აქვეა მწყემსების ნასახლარი სადაც შეიძლება საბანაკე ადგილის მოწყობა. ამის მერე დავუყვებით საშუალო სირთულის დაღმართს, გადავკვეთთ მდინარე ხობისწყალს და ვაგრძელებთ სვლას, გვიწევს ჯერ მცირე მინდორის გავლა, შემდეგ კი მაღალი ბალახებით დაფარული ადგილის გავლა, სადაც ერთმანეთს ენაცვლება მცირე აღმართ–დაღმართი. გადავკვეთთ პატარა ღელეს და ვაგრძელებთ სვლას, ფერდობის გავლის შემდეგ ჩავდივართ პატარა მდინარესთან, გადავკვეთთ და შევუყვებით ციცაბო აღმართს, აღსანიშნავია რომ აღმართი საკმაოდ რთულია და ძნელად ასავლელი. ბილიკი აღმართის ავლის შემდეგ თხემს მიუყვება და მივდივართ ადგილამდე, რომელსაც ადგილობრივები მთა ურაშს უწოდებენ. ამ ადგილიდან იშლება ულამაზესი ხედები, პირდაპირ ვუყურებთ ეგრისის ქედის უმაღლეს მწვერვალს ჭითაგვალას, ასევე მდინარე ხობისწყლის სათავეს. მეორე მხრიდან კი იშლება სვანეთის ულამაზესი პეიზაჟი. მთიდან ვეშვებით საკმაოდ ციცაბო ფერდობზე, გავდივართ მცირე მოვაკებულ ადგილას და ისევ ციცაბო დაღმართის გავლით ვეშვებით მთა გვანდრასკენ. ჯერ გვიწევს მაღალი ბალახებით დაფარული ადგილის გავლა, შემდეგ გზა მიუყვება ჭანჭყრობს. აღსანიშნავია ისიც რომ გზაზე გვხდება მცენარე ე.წ. „დიყი“, რომლის წვენის სხეულზე მოხვდერაც იწვევს დამწვრობას, ამიტომ სასურველია გრძელმკალავიანი სამოსის ტარება. შემდეგ გზას ვაგრძელებთ მაღალი ბალახებით დაფარულ დაღმართზე, გადავკვეთთ პატარა ღელეს და ისევ ბალახებში გრძელდება ბილიკი. ვეშვებით დაღმართზე და მდინარის გადაკვეთის შემდეგ შევდივართ ტყეში. ბილიკი ტყიდან მალევე გამოდის და ვეშვებით მცირე დახრილობის დაღმართზე და მივადგებით მთა გვანდრას, რომლის ძირშიც არის მწყემსების ქოხები და სასმელი წყარო. აქვეა საბანაკე ადგილიც. აქ ბინადრობენ და შესაძლოა გადავეყაროთ დათვს, არჩვს, ჯიხვს, მგელს. კლდეებში ბევრია ტყის ქათამიც. გარეული ცხოველები, როგორც წესი არ გამოირჩევიან აგრესიით თუ არ გრძნობენ საფრთხეს. მთა გვანდრადან დავუყვებით მცირე დახრილობის დაღმართს, ბილიკი ნელ-ნელა გადადის გრუნტის გზაზე. გადავკვეთავთ მდინარე ხაიშურას და ვაგრძელებთ გზას სოფელ ზემო ვედისკენ. დაღმართის გავლის შემდეგ ცოტა ხანი ტყეში შევდივართ და ტყიდან გამოსვლის შემდეგ მივადგებით ზემო ვედს. სოფელში დგას რამოდენიმე სახლი, აქ მხოლოდ ზაფხულობით ცხოვრობენ, ირგვივ არის გაშლილი მინდვრები და სასმელი წყარო, ამიტომ ეს ადგილი იდეალურია საბანაკოდ. ამის შემდეგ მარშრუტი მიუყვება მცირე დაღმართს და ვაგრძელებთ გზას უკვე სოფელ ქვემო ვედისკენ. ამ გზაზე სასმელი წყლის წამოღება საჭირო არაა, რადგან გზაზე რამოდენიმე ადგილას გვხვდება სასმელი წყარო. მარშუტი მიუყვება მცირე დაღმართს და გვხვდება მდინარე ხაიშურაზე გადასასვლელი საცალფეხო ხიდი (მაღალი გამავლობის მანქანით შესაძლებელია მდინარის გადაკვეთაც) ამის შემდეგ ვეშვებით დაღმართზე (ხაიშამდე აღმართი არსად აღარ გვხდება) და 2 ჯერ გვიწევს მდინარის გადაკვეთა, რომელიც განსაკუთრებულ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ვაგრძელებთ მარშუტს, რომელიც მიუყვება სოფლის გრუნტის გზას და შევდივართ სოფელ ქვემო ვედში. ქვემო ვედიდან მარშუტი მიუყვება ისევ მდინარე ხაიშურას ხეობას და მივემართებით ხაიშისკენ. გადასახვევი არსად არ გვხდება და საკმაოდ საინტერესო და ლამაზი გზის გავლის შემდეგ ჩავდივართ სოფელ ხაიშში. მარშუტის დასასრული!
Description of the route: The route starts in the village Mukhuri, goes through the valley of Khobistskali river to Tobavarchkhili lake, on the way it will pass: Shurubumu cave, Lugela mineral water, Gvalashara and Ghunji waterfalls and Okhoje (Tsashkibuli) lake. It is possible to extend the route from Tobavarchkhili lake in two directions - to Skuri resort and Khaishi village.
The route starts in the center of Mukhuri, at the bridge over the Khobistskali river, from where the dirt road leads to the Khobistskali valley. After passing the village, soon on the right side of the road you will find a suspension bridge over the river, through which you can reach Shurubumu cave and visit it. The route then continues by dirt road along the Khobistskali valley and passes Lugela mineral water, Gvalashara (where it is possible to follow the easy difficulty canyoning route over the waterfalls) and Ghunji waterfalls. At Sheleti, the route turns left and goes serpentines to Natipuru, where there is a former shepherd's hut, there is also a spring, and it is possible to camp and spend the night. The route to Natipuru is completely on a dirt road, this part of the route belongs to the category of easy difficulty, and it is recommended to drive this section by Suv vehicle, until the end of the driveway.
From the camping site Natipuru, the route passes from the forest zone to the alpine zone and leads to the Okhoje (Tsashkibuli) lake by a trail. On the way, it will pass a shepherd's hut and two camping sites, one is Kalashi camping site . There is no high ascents until Kalashi, it bigins near the pass, from where the path descends to Lake Okhoje. Camping is possible near the lake. From Okhoje lake, the route continues through the pass to Tobavarchkhili (Chitagvalash Tobavarchkhil) lake. Crossing both passes requires caution, both are characterized by steep ascents and descents, we have to move on collapsed land and some parts on a glacier. It is possible to camp and spend the night in tents near the Tobavarchkhili lake, there is a drinking spring near. This section of the route belongs to the difficulty category.
The route to Tobavarchkhili lake coincides with the Mukhuri-Tobavarchkhili path.
From the Tobavarchkhili lake, the path goes through a small pass (Didghali pass) the trail goes to the head of the Khobistskali valley, where you will soon find the Didghali lake. Half an hour downhill from Didghali lake, there is the second lake Kaliashi. It is possible to reach Tsakatskari lake by crossing a steep pass from Kaliashi lake, here the path goes over a glacier and a rock, and it is the most difficult part of the route, it is necessary to be careful, it is desirable to have special equipment (rope, Crampon, etc.).
The path passes the Kaliashi lake and we go up hill from where we descend again through the steep slope to the head of the Khobistskali river. After a while we will come to the river Khobistskali, which originates from the mountains a little higher. Before crossing the Khobistskali river, we go to a plain, there is a shepherd's huts where you can set up a camp. After that, we will follow a descent of medium difficulty, cross the Khobistskali river and continue walking, first we have to pass a small field, and then pass a place covered with tall grasses, where small uphill and downhill hills alternate. We cross a small gorge and continue walking, after passing the slope we go down to a small river, cross it and go up a steep ascent, it should be noted that the ascent is quite difficult to hike. After going uphill, the path follows the ridge and we will reach the place, which the locals call Mount Urashi. There are beautiful views from this place, we can directly look at Chitagvala, the highest peak of the Egrisi ridge, as well as the source of the Khobistskali river. On the other side, the beautiful landscape of Svaneti opens up. We descend from the mountain on a rather steep slope, pass through a small paved area and descend again through a steep descent towards Mount Gvandra. First we have to pass through a place covered with tall grasses, then the road follows a Morass. It should also be noted that on the road we will meet the plant called "Diki", if the juice of Diki gets on the body it causes burns, so it is advisable to wear long-sleeved clothes. Then we continue on the slope covered with tall grasses, cross a small gorge and the path continues through the grasses again. We go downhill and after crossing the river we enter the forest. The path soon leaves the forest and descends to Mount Gvandra, at the foot of which there are shepherds' huts and a drinking spring. There is also a camping place here. It is possible to meet Bears, Rupicapra, Caucasian ibex, and wolves here. animals are usually not aggressive unless they feel threatened. From Mt. Gvandra, we follow the descent of a small slope, the path gradually turns into a dirt road. We cross the Khaishura river and continue to the village Zemo Vedi. After going downhill, we enter the forest for a while and after leaving the forest, we approach Zemo Vedi. There are several houses in the village, they live here only in the summer, there are open fields and a drinking spring nearby, so this place is goof for camping. After that, the route follows a slight descent and we continue our way to the village Kvemo Vedi. It is not necessary to bring drinking water on this road, because there are drinking springs in several places on the road. The route follows a small descent and there is a pedestrian bridge over the river Khaishura (it is possible to cross the river with an off-road vehicle), after that we go downhill (there is no uphill before Khaishi) and we have to cross the river 2 times, which is not a special obstacle. We continue the route that follows the village dirt road and enter the village Kvemo Vedi. From Kvemo Vedi, the route again follows the Khaishura river valley and we goes toward Khaishi. We don't have to turn anywhere, and after passing quite an interesting and beautiful road, we arrive at the village Khaishi. The end of the route!

Waypoints
Fountain
6,247 ft
წყარო/Spring
Campsite
8,296 ft
საბანაკე ადგილი/Campsite
Campsite
6,851 ft
საბანაკე ადგილი/Campsite
18-AUG-15 5:48:02
Fountain
8,413 ft
წყარო/Spring
18-AUG-15 4:40:30
Campsite
5,478 ft
საბანაკე ადგილი/Campsite
Sabanake Mta Gvandrastan 17-AUG-15 7:50:58
Fountain
4,215 ft
წყარო/Spring
Fountain
3,878 ft
წყარო/Spring
17-AUG-15 3:43:05
Fountain
2,917 ft
წყარო/Spring
17-AUG-15 2:01:08
Panorama
8,907 ft
View Tsakatskari1
Waypoint
6,625 ft
Signpost
Waypoint
6,743 ft
Signpost
Waypoint
6,426 ft
Signpost
Waypoint
6,544 ft
Signpost
Waypoint
6,879 ft
Signpost
Waypoint
7,036 ft
Signpost
Waypoint
7,100 ft
Signpost
Waypoint
8,152 ft
Signpost
Waypoint
9,039 ft
Signpost
Waypoint
8,340 ft
Signpost
Waypoint
8,349 ft
Signpost
Waypoint
8,816 ft
Signpost
Waypoint
9,489 ft
Signpost
Waypoint
8,962 ft
Signpost
Waypoint
974 ft
Signpost
Mountain pass
9,128 ft
Signpost (დიდღალის უღელტეხილი/Didghali Pass)
Bodzi Didighalis Ugeltekhilze
Waypoint
1,056 ft
Signpost
Waypoint
1,140 ft
Signpost
Glavashara
Waypoint
2,152 ft
Signpost
Waypoint
8,852 ft
Signpost
Lake
8,139 ft
Signpost
Waypoint
8,343 ft
Signpost
Waypoint
6,564 ft
Signpost
mdinareze gadasasvleltan.
Waypoint
6,350 ft
Signpost
Waypoint
6,542 ft
Signpost
Waypoint
6,896 ft
Signpost
Waypoint
9,045 ft
Signpost
Waypoint
7,637 ft
Signpost
Waypoint
6,735 ft
Signpost
Waypoint
5,977 ft
Signpost
Waypoint
5,490 ft
Signpost
Waypoint
2,131 ft
Signpost
Waypoint
5,260 ft
Signpost
Waypoint
4,942 ft
Signpost
Waypoint
4,691 ft
Signpost
Waypoint
4,351 ft
Signpost
You can add a comment or review this trail
Comments